აჭარის ნაკრები ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს

26 აპრილი 2023, 11:01 812 ნახვა

აჭარის ტაეკვონდოს ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც სოფიაში, 27-30 აპრილს ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი ქვეყნის ღირსებას კადეტთა შორის ლუკა ცენტერაძე დაიცავს, იუნიორებში ნიკა ღოღობერიძე იასპარეზებს, სენიორებში კი საქართველოს ნაკრების ლიდერი ზურაბ კინწურაშვილი.

გუნდი შეჯიბრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ღლონტმა მოამზადა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი