17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

24 აპრილი 2023, 20:04 637 ნახვა

ისტორიაში პირველად საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

თელავის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფრენბურთელებმა ავსტრიელი თანატოლები ხუთსეტიან დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩში მარიამ მუშკუდიანმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულაა.

ევროპის ჩემპიონატი სერბეთსა და უნგრეთში 11-22 ივლისს ჩატარდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში