ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

23 აპრილი 2023, 10:58 665 ნახვა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელს დამაჯერებლად მოუგო ანგარიშით 5:1.

აბულაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს ნუგზარ წურწუმია დაეუფლა.

რამდენიმე დღის წინ, თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს.

ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი