საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები მონაწილეობას მიიღებენ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება. რაგბი ევროპამ უკვე განსაზღვრა ტურნირის მონაწილეები და ევროპირველობის მასპინძელი ქალაქები და ვადები. 7-კაცა ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 9-11 ივნისს ალგარვე უმასპინძლებს, ხოლო მეორეს, 7-9 ივლისს – ჰამბურგი. კაცთა ჩემპიონატში ტრადიციულად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ქართული 7-ქალა ევროპირველობის მეორე დივიზიონში, ალაფაზე ასევე ორ ეტაპს ითამაშებს: პირველს 16-18 ივნისს ზაგრები მიიღებს, მეორეს კი, 7-8 ივლისს – ბუდაპეშტი. საქართველოს ნაკრებთან ერთად 11 გუნდი იასპარეზებს.