საქართველოს ეროვნული ნაკრების შესაძლო მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატზე

21 აპრილი 2023, 19:52 667 ნახვა

რომელი გუნდები იქნებიან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე - ეს 29 აპრილს, თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში წილისყრაზე გაირკვევა. დღეს ფიბა-მ კალათები წარმოადგინა. საქართველო მე-6 კალათაშია. ნაკრების მეტოქეები მე-2, მე-4 და მე-8 კალათებიდან შეირჩევა. მე-2 კალათში საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და ლიეტუვა არიან, მე-4ში კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო, მე-8 კალათში კი ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი და კაპო ვერდეა. ილიას ზუროსის გუნდი ვერ მოხვდება იმ ჯგუფში, რომელიც უკვე 2 ევროპული ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული. შესაბამისად საქართველოს ნაკრების მეტოქე არცერთ შემთხვევაში არ იქნება მონტენეგრო. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი