ბათუმის საკალათბურთო გუნდმა „კავკასიას“ სერიაში ანგარიში გაუთანაბრა

21 აპრილი 2023, 19:02 745 ნახვა

საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ საქართველოს სუპერლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი „კავკასიას“ დაუპირისპირდა 81:75 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ბათუმელებს 28 ქულით, 3 მოხსნითა და 5 გადაცემით ტრადიციულად კაილი რიდლიმ ულიდერა, კარგი მატჩი ჰქონდა ჯორდან სეშენსაც, რომელმაც შეხვედრა 17 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. მასპინძლებისგან კი 18 ქულით, 8 მოხსნითა და 5 გადაცემით ჯასტინ ფორესტი გამოირჩა.

ამ გუნდებს შორის სერიის მესამე და მეოთხე მატჩები 24-25 აპრილს ბათუმში გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში