ლოიდ ოსტინი გერმანიაში ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

21 აპრილი 2023, 14:04 600 ნახვა

გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრი  ამერიკელ კოლეგას შეხვდა. 

„გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხები შედის. 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრაში 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობვენ. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში