კალათბურთში სუპერლიგის პლეიოფები დაიწყო. დღეს პირველი შეხვედრა გამართა საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“, რომელიც თბილისში „კავკასიას“ დაუპირისპირდა და 90:84 დამარცხდა. მატჩში საუკეთესო ბათუმელთა რიგებიდან კაილი რიდლი იყო, რომელმაც 23 ქულა 3 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. კავკასიის რიგებიდან საუკეთესო მოთამაშე ორმაგი დუბლით კრის მაკნილი იყო 19 ქულით 4 მოხსნით და 10 ასისტით, ასევე კარგი თამაში ჰქონდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილს რომელმაც, 17 ქულა 3 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა. მეორე დაპირისპირება ხვალ ისევ თბილისში ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.