ლაბორატორიული კვლევის შედეგი

12 თებერვალი 2017, 00:00 3633 ნახვა

წყალი, რომლითაც ქობულეთის მოსახლეობა სარგებლობს უსაფრთხოა. ლაბორატორიული შემოწმების ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია. შპს “ქობულეთის წყლის” მიერ ლაბორატორიაში მიტანილი ნიმუშებიდან არცერთი სიცოცხლისთვის მავნე მიკრო ორგანიზმებს არ შეიცავდა. ლაბორატორიამ როგორც ჭაბურღილებიდან ისე ქალაქის ქსელიდან აღებული წყლის სინჯები შეამოწმა. ჭაბურღილებიდან აღებული სინჯებიდან ორი ნიმუში საეჭვოდ მიიჩნია და პათოგენურ მიკროორგანიზმებზე გადაამოწმა, თუმცა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები წყალში არ აღმოჩნდა. სასმელ წყალს რომელიც 6 600 აბონენტს მიეწოდება, შპს “ქობულეთის წყალი” ადგილზე ყოველდღიურად ამოწმებს, გარდა ამისა თვეში ერთხელ სინჯები რეზერვუარიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ლაბორატორიულად მოწმდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი