„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაციას „იუ-ენ-ეფ-პი“ ავრცელებს. „იუ-ენ-ეფ-პი“ საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიული გაერთიანებაა და თვის ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა სწორედ მან ჩაატარა. „კენჭისყრის შედეგები შეჯამდა და საბოლოოდ, „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ საზოგადოებისა და მისი კოლეგების ხმების წყალობით აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ უკვე აგვისტოში დაასახელეს. მას ახლაც სამართლიანად მიენიჭა თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რაც „მეცში“ მის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.– წერია საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანების მიერ გავრცელებულ ცნობაში. სეზონის დასაწყისიდან 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.