FIBA-მ რუსეთი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე არ დაუშვა

19 აპრილი 2023, 14:08 641 ნახვა

ფიბამ გადაწყვეტილება მიიღო არ დაუშვას რუსეთის საკალათბურთო ნაკრები 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური განცხადება 28 აპრილს დაგეგმილ ფიბას აღმასკომის სხდომაზე გაკეთდება, თუმცა, როგორც „ბასკეტნიუსი“  წერს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 12-20 აგვისტოს შედგება და მასში 40 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან ის გუნდები, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 შესარჩევ ეტაპზე ითამაშეს, თუმცა, ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ. ასეთი 28 ნაკრებია. მათ შორის დიდი ბრიტანეთიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უარის გამო, მათი ადგილი ხორვატიას ერგო.

შემდეგ მოდის 11 გუნდი, რომლებიც მსოფლიოს პირველობის პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდნენ, თუმცა რეგიონში საუკეთესო რეიტინგი ჰქონდათ:  მალი – აფრიკიდან, ჩილე, კუბა და ვირჯინიის კუნძულები – ამერიკიდან, ტაივანი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა და სირია – აზიიდან. ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი და პორტუგალია კი ამ სიაში ევრობასკეტი 2025-ის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულების რანგში მოხვდნენ.

ოლიმპიადის კვალიფიკაციის ბოლო საგზური იმ ევროპულ ნაკრებზე იყო გათვლილი, რომელსაც აღნიშნული გუნდების გარდა, საუკეთესო კოეფიციენტი ექნებოდა.

სწორედ ამ კვოტით ერგებოდა ადგილი რუსეთს, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მათ ბულგარეთის ნაკრები ჩაანაცვლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი