მოლაპარაკებების რეჟიმი

12 თებერვალი 2017, 00:00 2239 ნახვა

შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ სახლის და მიწის დატოვებას, ზოგადად პირობებს არ თანხმდება არც თხილვანელების ნაწილი. ამ შემთხვევაში ადგილობრივები განსახლებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული 25 ათასი ლარი არასაკმარისია. ხვალ თხილვანაში სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კიდევ ერთხელ შეთავაზებს სხვადასხვა  პროგრამაში მონაწილეობას, საუბარია ხულოს სოციალურ სახლზე და კუთვნილი სახლების სხვაგან გადატანაზეც. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით კომისია დაახლოებით 18 ოჯახს დაარეგისტრირებს ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის. შეთავაზებას 65 ოჯახიდან მხოლოდ ნაწილი თანხმდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ ოჯახებს, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი გააჩნიათ ან სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარება - ფულადი სახით, ვერცერთ პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

ამავე კატეგორიაში