გამგებლის განმარტება

12 თებერვალი 2017, 00:00 2585 ნახვა

წლებია ღურტაში, ზვავში მოყოლილ თანასოფლელებს ადგილობრივები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იხსენებენ. თუმცა როგორც უკვე გითხარით წელს, ეს ასე არ მომხდარა. ხულოს გამგებელი არ უარყოფს, რომ გუშინდელ ღონისძიებას მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო არ დაესწრო. რაც შეეხება ადგილობრივების ინტერესების დაცვას ჰესების მშენებელ კომპანიასთან, გამგებელი განმარტავს, რომ მოლაპარაკებები “აჭარის წყალი ჯორჯიასთან” რამდენჯერმე შედგა, მათ შორის სამი დღის წინაც. ბესიკ ბაუჩაძის მტკიცებით ადგილობრივებს კომპენსაციას ზარალის შესაბამისად დაჰპირდნენ, თუმცა ისინი წინააღმდეგი არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი