ალაბამას შტატში დაბადების დღის წვეულებაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

17 აპრილი 2023, 10:03 679 ნახვა

ოთხი ადამიანი დაიღუპა  სროლის დროს, რომელიც  ალაბამას პატარა ქალაქ დედევილში დაბადების დღის წვეულების დროს მოხდა.  ალაბამას პოლიციის წარმომადგენელმა  ჯერემი ბურკეტმა დაადასტურა, რომ 28 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სროლა საღამოს  დაიწყო.  

უცნობია დანაშაულის მოტივი, ასევე  თავდამსხმელის ვინაობა და დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.

პოლიციამ განაცხადა მხოლოდ ის ,რომ საზოგადოებას საფრთხე აღარ ემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი