საქართველოს ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფის პირველ მატჩში ისლანდიის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არტიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა, დანილა სლესარევმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 აპრილს, 18:00 საათზე ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.