ხვალ დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. მაღალმთიან აჭარაში კი ითოვებს და მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. ზღვაში 4 ბალიანი საშტორმო მდგომარეობა შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას სანაპირო ზოლში ღამით 0 - 5, დღისით კი 7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთაში ჰაერი 5-დან 10 გრადუსამდე გათბება, დღისით ყინვაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსები 15 თებერვლიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.