თავდასხმა იაპონიის პრემიერზე – დამნაშავე დაკავებულია

15 აპრილი 2023, 11:01 843 ნახვა
00:00
00:00

ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება იყო. პრემიერ მინისტრი ადგილიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს - ის ინციდენტის დროს არ დაშავებულა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, საკვამლე ბომბი ისროლა.

ინციდენტი ქალაქ ვაკაიამაში მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ მინისტრი კიშიდა ადგილობრივ სათევზაო პორტს ეწვია. 

პოლიციის ცნობით, დაკავებული დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა მეტ დეტალზე ჯერ არ საუბრობენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში