ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსანი გახდა

14 აპრილი 2023, 21:01 688 ნახვა

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე  ჩაიბარა.

კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა. 

შედეგად, გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში