სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფი „შავი ლომი“ დღეს ჩილეს „სელკნამს“ დაუპირისპირდება

14 აპრილი 2023, 19:49 638 ნახვა

სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფი შავი ლომი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. მონტევიდეოში, სტადიონ ჩარუაზე მეტოქე ჩილეს სელკნამი იქნება. ტურნეს პირველ მატჩში ქართულმა ფრენჩაიზმა არგენტინის დოგოსის გადახალისებული შემადგენლობა 75:19 გაანადგურა. ამ ტურნეს მიზანი საქართველოს ნაკრების კანდიდატებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემაა და მსოფლიო თასისთვის მომზადებაა, აქედან გამომდინარე, არგენტინელებთან მატჩის შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში ცხრა მოთამაშე შეცვალა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში