საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში ესტონეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრაც გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 2:9 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრების მხრიდან დუბლით კეკელია გამოირჩა, თითო გოლი კი, თოდუამ, ჩიმაკაძემ, გომესმა, დრასლერმა, ჯვარაშვილმა, და შაგინიამ გაიტანეს, ერთი გოლი კი გუსევმა საკუთარ კარში გაიტანა.
შეგახსნებთ, რომ 13 აპრილს პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს 3:0 სძლია.