საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები წარმატებულ თამაშს განაგრძობს ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირზე.
ქართველმა ჩოგბურთელებმა კი ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საწყის ტურებში ირლანდია 2:1, სამხრეთ აფრიკა 3:0 და ლიეტუვა 2:1 დაამარცხა.
მეოთხე ტურში კი კოსოვოს გაეჯიბრა და 3:0 სძლია. სოფია შაფათავამ ადრიანა ლეკაის 6:2, 6:1 მოუგო, ეკატერინე გორგოძემ კი არლინდა რუშტი 6:1, 6:2 დაამარცხა.
წყვილთა მატჩმა, რომელშიც ნათელა ძალამიძე და ოქსანა კალაშნიკოვა აია ბროქისა და ფორტა მორინას უნდა გაჯიბრებოდნენ, მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა, ისიც ქართველებმა მოიგეს 6:1, 6:1. ქართველ ჩოგბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი.
დღეს ჩვენი ნაკრების მეტოქე ესტონეთი იქნება.