საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები 13 და 14 აპრილს ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა მზადება თბილისში არასრული შემადგენლობით დაიწყო და ტალინში 10 აპრილს გაემგზავრა, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბება. ესტონეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 14 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია („კსუ“, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, გიორგი ქურდაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), შაგინია („პალმა მალიორკა“, ესპანეთი), სიმი საიოტი („ელექტრიკო“, პორტუგალია), ბრუნო გომესი („აპოსტოლი“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე („თსუ“, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი („კსუ“, თბილისი, საქართველო)
13 აპრილი, 20:30 ესტონეთი – საქართველო 14 აპრილი, 15:00 ესტონეთი – საქართველო.