დავით ნინიაშვილის ტრავმა სერიოზულია. ქართველისთვის სეზონი დასრულდა

10 აპრილი 2023, 20:54 686 ნახვა

ფრანგული „ლიონის“ 20 წლის ქართველმა მორაგბემ დავით ნინიაშვილმა „ჩელენჯ კაპის“ მერვედფინალში „სტად ფრანსესთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმის გამო ქართველი უკანახაზელი დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებდა. თუმცა დამატებითი გამოკვლევების შემდეგ ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა,  ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნინიაშვილს ოპერაცია სჭირდება და მიმდინარე სეზონში ის თამაშს ვეღარ შეძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი