კაპნისთავში მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს. გაყიდულ ტერიტორიაზე სოფლის მკვიდრები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათი განმარტებით სახელმწიფომ მიწის ის ნაკვეთი გაასხვისა, რომელსაც ადგილობრივები წლებია სასოფლო სამეურნეო მიზნით იყენებენ და მათ საკუთრებაში გასაფორმებლად საყოველთაო რეგისტრაციის რიგს ელოდებოდნენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, 2 ჰექტარზე მეტია გაყიდული და გასხვისების ნუსხაში კიდევ ჰექტარ ნახევარი მიწაა.
კაპნისთავში მიწის ნაკვეთი "აჭარული ღვინის სახლის" მფლობელმა შეიძინა. ახალმა მესაკუთრემ განმარტა, რომ ვიდრე შესყიდვას გადაწყვეტდა სავარაუდო მფლობელებს შეხვდა და მოლაპარაკება აწარმოა.
სამ ოჯახს, ვისაც მიწის დათმობა არ სურდა თავიანთი მიწა დაუტოვა და საერთო ნაკვეთში არ შეატანინა. თამაზ თურმანიძე ამბობს, რომ სხვებისგან ამ დრომდე პრეტენზია არ ყოფილა.