სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში პორტლენდს უმასპინძლა და 129:127 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულას, 7 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 1 დაფარებას და 1 შედეგიანი გადაცემას მოუყარა თავი.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სანდროს თანაგუნდელი კეიტა ბეიტს-დიოპი იყო, "სან ანტონიოს" 27 წლის ფორვარდმა 26:16 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, სტუმართაგან კი 24 ქულით კევინ ნოქსი გამოირჩა.
„სანა ანტონიო სპურსი“ დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 59 მარცხით ბოლოსწინა მე-14 ადგილზე იმყოფება და უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს NBA-ს პლეი-ოფში ვერ ითამაშებს. შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 8 აპრილს, შინ „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.