საფეხბურთო კლუბი „გონიო“ მე-4 ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად „სულორს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 0:3 დაამარცხა.
პირველი ნახევარი შავიზღვისპირელებმა 32-ე წუთზე, ლევან ინგოროყვას მიერ გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის 64-ე წუთზე სხვაობა ორამდე კახა კახაბრიაშვილმა გაზარდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0:3 მე-80 წუთზე, გიორგი ჩელებაძემ დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას "გონიო" 13 აპრილს შინ თბილისი "სითის" წინააღმდეგ გამართავს.