ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში რეისები ვერ სრულდება

06 აპრილი 2023, 17:30 717 ნახვა

ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ. მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი