გიორგი შერმადინის ლენოვო "ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „მანრესას“ უმასპინძლა 91:84 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:16 წუთი ითამაშა რა დროშიც, 19 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 აპრილს, ამჯერად მანრესას არენაზე გაიმართება.