„დინამო“ თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 11-ე ტურის შეხვედრაში შინ ხორვატულ „იადრანთან“ 7:12 დამარცხდა.
სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და სამი პერიოდი თავის სასარგებლოდ დაიტოვეს. „დინამომ“ მხოლოდ მეოთხედ პერიოდში შეძლო უპირატესობის მოპოვება და 3:2 იმარჯვა, მაგრამ ეს მატჩის გადასარჩენად ბუნებრივია საკმარისი არ აღმოჩნდა.
„დინამოს“ მხრიდან ჰეთ-თრიქი საბა ტყეშელაშვილმა შეასრულა, სტეპან პიეშივაცი დუბლით გამოირჩა, თითო გოლი კი, რევაზ იმნაიშვილისა და ბესარიონ ახვლედიანის ანგარიშზეა.
„დინამო“ თბილისი“ 2 მოგებით და 9 წაგებით ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას დეიან სტანოევიჩის გუნდი 25 აპრილს შინ „ვულიაგმენის“ წინააღმდეგ გამართავს