მედვედევის განცხადება პუტინის დაკავების ორდერზე

23 მარტი 2023, 14:13 622 ნახვა

რუსეთის ექს-პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ ვლადიმერ პუტინის საზღვარგარეთ დაკავების მცდელობას მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ   მის წინააღმდეგ ორდერი გამოსცა, მოსკოვი  "ომის გამოცხადებად" მიიღებს.

მედვედევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2008-2012 წლებში იკავებდა, სულ უფრო და უფრო უხეში განცხადებებით გამოდის  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი  უკრაინაში შეიჭრა და არაერთხელ  დაიმუქრა  ბირთვული იარაღის გამოყენებით. მედვედევი აცხადებს, რომ  რუსეთი დაარტყამს იმ ქვეყანას, რომელიც  პუტინს დააპატიმრებს. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც მდებარეობს ჰააგაში, გასულ კვირას გამოსცა პუტინის დაპატიმრების ორდერი. მას უკრაინიდან ბავშვების  დეპორტაციაში ადანაშაულებენ. 

მედვედევმა, რომელიც არის რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თქვა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დასავლეთთან დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი