თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

22 მარტი 2023, 10:54 548 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობის ჩემპიონი ანდრო მარგიშვილი გახდა.

ვლადიმერ გამყრელიძე ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები ლუკა ღვინჯილიამ, გოგა ოთინაშვილმა, დავით ფაცინაშვილმა და გიორგი გოგრიჭიანმა მოიპოვეს.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი