შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი

21 მარტი 2023, 14:45 442 ნახვა

„შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ - საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.  

ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა.   

„შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი