გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას 23-ე ტურში სტუმრად „ობრადოიროს“ დაუპირისპირდა და 20 ქულიანი სხვაობით 78:58 დაამარცხა.
გიორგიმ მოედანზე 23:00 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.
შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ამ გამარჯვების შემდეგ "ტენერიფემ" 32 ქულა დააგროვა და „ლიგა ენდესას“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ „გრან კანარიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.