მასობრივი საპროტესტო აქცია პაკისტანში

18 მარტი 2023, 20:02 491 ნახვა

პაკისტანში მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება. არეულობა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის წაყენებულმა ბრალდებამ გამოიწვია.სახელმწიფო ყოფილ პრემიერ-მინისტრს უცხოელი ჩინოვნიკების მიერ მისთვის გადაცემული სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვას ედავება. 

იმრან ხანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გასულ კვირას მისი დაკავების მცდელობის დროს დაიწყო, მდგომარეობა კი განსაკუთრებით დღეს, ისლამაბადის სასამართლოს წინ დაიძაბა, სადაც ხანის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ ქვები და მძიმე საგნები ისროლეს, რასაც პოლიციისგანაც ცრემლსადენი აირის გამოყენება მოჰყვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში