სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს

17 მარტი 2023, 14:44 805 ნახვა

სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს-ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება და უკრაინას თვითმფრინავებს პოლონეთთან ერთად გაუგზავნის.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ.

"დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა ტვიტერზე.

„მიგ 29“-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი