ზვიად გოგოჭური ალექსანდრიას გრან პრიზე ოქროს მედალს დაეუფლა

14 მარტი 2023, 23:25 632 ნახვა

ქართველი პარა ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური 2023 წლის ალექსანდრიას გრან-პრის გამარჯვებულია გოგოჭურმა +90კგ წონითი კატეგორიის პირველ შეხვედრაში ყაზახი პარასპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალურ ბრძოლაში ბრიტანელ პარალიმპიურ ჩემპიონს სძლია, ფინალში კი უზბეკ პარასპორტსმენს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრიას გრან-პრიზე სულ 33 ქვეყნის 161 სპორტსმენი გამოდის, რომლებიც 2024 წელს პარიზში გასამართ პარალიმპიადის საგზურისთვის იბრძვიან.

ჩვენი ნაკრები ეგვიპტეში საერთო ჯამში 6 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი