2022-2023 წლების საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური “ბათუმმა” წარმატებით დაიწყო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ხათუნა გიორგაძის გუნდმა მეორე ტურში მოქმედი ჩემპიონი „ჯიკო“ დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ "ბათუმი" პირველ ტურში „ბოლნისს“ დაუპირისპირდა და მარტივად 3-0 სძლია.
შავიზღვისპირელები მომდევნო შეხვედრას 15 მარტს თელავში „ქუთაისის“ წინააღმდეგ გამართავენ.