ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში „ვერას“ უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა.
შავიზღვისპირელებისგან შეხვედრაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ლაშა მიქელაძემ 21 ქულა, 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო კაილი რიდლიმ, 20 ქულას და 12 გადაცემას მოუყარა თავი. სტუმრების მხრიდან კი 22 ქულით, 2 მოხსნითა და 5 გადაცემით ლუკა ზაქარაძე გამოირჩა.
ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 25 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
ბუბა ბერიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას „სუპერლიგაში“ 19 მარტს შინ „მარგვეთის“ წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი 15 მარტს საქართველოს თასზე „ქუთაისს“ უმასპინძლებს.