ქეთევან მუხაშარიას სახელობის მემორიალური ტურნირი ჭადრაკში

11 მარტი 2023, 20:04 721 ნახვა

ქეთევან მუხაშარიას სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა ჭადრაკში. შეჯიბრება სამ კატეგორიაში გაიმართა, მათ შორის  14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ასევე ქალთა შორის ბლიც და წრიული ტურნირი.

თამაშები 8 მარტს, სიმბოლურად ქალთა საერთაშორისო დღეს დაიწყო და 4 დღის  განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამარჯვებული მოჭადრაკეები დღეს გამოვლინდნენ. მათ სიგელები და მედლები გადაეცათ.  

მემორიალური ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა. ის ქეთევან მუხაშარია ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში