ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს თასის მეთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ქუთაისი“ დაძაბულ ბრძოლაში 98:96 დაამარცხა
შავიზღვისპირელებისგან ყველაზე მეტი 30 ქულა, ჯორდან სეშენმა ჩააგდო.კარგი მატჩი ჰქონდა კაილი რიდლისაც, რომელმაც 23 ქულით, 4 მოხსნითა და 11 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მასპინძლებისგან კი 38 ქულით, 7 მოხსნითა და 6 გადაცემით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 მარტს ბათუმში გაიმართება.