ბრიფინგი ''ქართულ ოცნებაში''

08 მარტი 2023, 12:02 677 ნახვა

გუშინდელი მოვლენების შემდეგ პირველი ბრიფინგი ''ქართულ ოცნებაში'' ირაკლი კობახიძემ გამართა, რომელიც ისევ ამტკიცებს, რომ კანონი არ არის რუსული, ამ შეფასების იარლიყი კი მისი თქმით, სადავო კანონპროექტს ოპოზიციამ „მიაკერა“, რომელმაც გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოიყენა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნეს და მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი