პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა

07 მარტი 2023, 23:23 551 ნახვა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა.

ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით ცეცხლმოკიდებულ საგნებს და სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ.

დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით, კვლავ დაბრუნდნენ ტერიტორიაზე და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მათი მისამართით ცრემლსადენი გაზი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში