ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მე-15 ტურში, სტუმრად თბილისის „აკადემიას“ დაუპირისპირდა და 7:28 დაამარცხა.
ირაკლი ნინიძის გუნდმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი, ნიკა ნინიძემ გიორგი ფრუიძემ, ანზორ სიჭინავამ და დურმიშხან ჯაბნიძე გამოიჩინეს.
ჯაბნიძე გარდა გატანილი ლელოსი ასევე 1 ზუსტად შესრულებული გარდასახვით გამოირჩა, ხოლო სამი გარდასხვა, რეზი ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 11 მარტს შინ „ლელო სარასენსთან“ გამართავს.