ბრატისლავას „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ნახევარფინალშია

02 მარტი 2023, 21:22 592 ნახვა

სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის, ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავასსლოვანი“ „შამორინს“ ესტუმრა და მეორე ლიგის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვლადიმირ ვაისმა, ფაქტობრივად, შემადგენლობა რეზერვისტებით დააკომპლექტა, არცერთ ქართველს ძირითად შემადგენლობაში თამაში არ დაუწყია, ჯაბა კანკავა სათადარიგოში იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, გიორგი ჩაკვეტაძე კი 68-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე, გურამ კაშია საერთოდ განაცხადში არ იყო.  მე-7 წუთზე „შამორინის“ თავდამსხმელმა ლუკაშ საბომ მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ ტიგრან ბარსეგიანმა 41-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ასევე მატჩის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა. ამის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც სლოვანმა 3:4 მოიგო და სლოვაკეთის ნახევარფინალში გავიდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში