მექსიკაში ეროვნული საარჩევნო ორგანოს რეფორმირებას აპროტესტებენ

27 თებერვალი 2023, 14:02 520 ნახვა

მექსიკაში პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები დემოკრატიის საფრთხედ მიიჩნევენ საარჩევნო ორგანოს რეფორმირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმას.

ასობით ათასი ადამიანი მეხიკოს  ზოკალოს მოედანზე შეიკრიბა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციას ესაზღვრება. აქციის მონაწილეებს  ეროვნული საარჩევნო ორგანოს ფერში ვარდისფერი სამკერდე ნიშნები ეჭირათ ან ვარდისფერი ტანსაცმელი ეცვათ. 

აქციის ორგანიზატორები  აცხადებენ, რომ აქციაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მაშინ, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელსაც ობრადორის პარტია აკონტროლებს, 90 ათასი ადამიანი დათვალა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი