ქობულეთში, 6 დღის წინ, გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში ნაპოვნია ერთი ქალის ცხედარი, რომელიც შსს ეკიპაჟმა პროზექტურაში გადაიყვანა.
სამძებრო სამუშაოები ჩოლოქი-შეკვეთილის მიდამოებში მიმდინარეობდა. სამუშაოებში 112-ის სამაშველო ჯგუფების გარდა, ბათუმის კატარღაც იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის სანაპიროზე 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.