ლევან ცინცაძემ კარატეში პარიზის ღია პირველობა მოიგო

27 თებერვალი 2023, 10:00 786 ნახვა

საფრანგეთში გამართულ ფრანს ოფენ-ზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში. 12 ქვეყნის 120 სპორტსმენს შორის ქართველმა მებრძოლებმა სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ანდრეი ზინჩენკო, თენგიზ ბასტოიანი და დავით მსხალაძე. მინდია მგელაძე, ლევან ვერულიძე და მარიამ წიკლაური ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დათა ფუტკარაძემ და ლაშა შანთაძემ. აქვე გეტყვით, რომ პარიზის ტურნირზე ვეტერან სპორტსმენთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ორგზის პრიზიორი ლევან ცინცაძე.

დღეს ეროვნული ნაკრების შვიდი წევრი  საქართველოში ბრუნდება, ხოლო აჭარის ნაკრების ხუთი მებრძოლი, ესპანეთში გაემგზავრება, ჯერ ხუთდღიან შეკრებას ესპანეთი ეროვნულ გუნდთან ერთად გაივლის, შემდეგ კი სპეინ ოფენ-ზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი