''დინამო'' ბათუმმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

26 თებერვალი 2023, 22:58 1048 ნახვა

''დინამო'' ბათუმმა საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში ბათუმელებმა შინ ლიგაში დაწინაურებულ ქობულეთის ''შუქურას'' უმასპინძლეს და 2-1 გაიმარჯვეს.

მატჩი, რომელიც გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა.
61-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 13 წუთში უკვე თერთმეტმეტრიანი ''შუქურას'' კარში დაინიშნა ,რომლის რეალიზაბაც ლადო მამუჩაშვილმა მოახერხა და ''დინამოს'' 3 ქულა მოაპოვებინა.

პირველი ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი  ''დინამო'' თბილისთან, ''სამგურალთან'' და ''სამტრედიასთან'' ერთად ცხრილის სათავეშია.

მეორე ტურში გია გეგუჩაძის გუნდი ისევ საკუთარ მოედანზე ამჯერად ''საბურთალოს'' წინააღმდეგ 3 მარტს ითამაშებს. ამ შეხვედრაზე უკვე გულშემატკივარს დასწრების უფლება ექნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში