მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში, ისევე როგორც მთელი ერთი წლის განმავლობაში, დღესაც უკრაინაა. მეზობელ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი დღეს შესრულდა. უკრაინაში იმყოფება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, რა მდგომარეობაა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მეგობარ ქვეყანაში ამას უკვე გვეტყვის გიორგი წეროძე.