ქართველი ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის კლუბ „მეიჟოუ ჰაკკაში“ გააგრძელებს. 30 წლის თავდასხმელმა ჩინურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლობჯანიძე ბოლოს ყაზახურ „ყიზილჟარში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში კი „ვიტ ჯორჯიას“, „შუქურას“, „რუსთავის“, „დინამო ბათუმის“, „ტარაზის“, „კაისარის“, „ორენბურგის“ და „ტობოლის“ ღირსებას იცავდა.
საქართველოს ნაკრებში ელგუჯა ლობჯანიძეს 11 მატჩი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ „მეიჩჟოუ ჰაკამ“ გასულ სეზონში ჩინეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.